четверг, 31 октября 2013 г.

ინკლუზიური ლონდონი

აბა რა გასაკვირია, რომ ინგლისის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქის სილამაზით მოხიბლულთა სიაში აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, მეც ჩავეწერე. ქალაქმა თავისი სავიზიტო ბარათი-წვიმის წვეთი ავტომობილიდან გადმოსვლისთანავე გადმომცა და ჩემი ერთკვირიანი ცხოვრებაც ლონდონში დაიწყო, იმ დროის ხანგრძლივობა კი,რომელიც ჩემში ამ ქალაქის არსებობას განაპირობებს ჯერ ისევ გაურკვეველია. როცა ქალაქის პირველი ხილვით გამოწვეულმა ემოციამ გზა შესაბამისად ცნობისმოყვარეობას დაუთმო, ერთ-ერთი რაც თვალში მომხვდა ის გახლდათ, რომ ლონდონი ინკლუზიური ქალაქია. თავდაპირველად უცხო ქუჩებში იმ ადამიანებს დავუწყე ძებნა, რომლებიც ჩემი საქმიანი ვიზიტიდან გამომდინარ ყველაზე ძალიან მაინტერესებდა. ადამიანებს, რომლებსაც შეზღუდულობა გააჩნიათ (ტერმინზე ქვემოთ ვისაუბრებთ) აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით: ქუჩებში, სკვერებში,დაწესებულებებში, სავაჭრო ცენტრებში. აქვე შეხვდებით განსხვავებული რასის,კანის ფერის თუ აღმსარებლობის ორივე სქესის წარმომადგენლებს. ლონდონი ყველასია. გაგიკვირდებათ და უამრავ ტურისტს შორის,ვესტმისტერის სააბატოსა თუ წმინდა პეტრეს ტაძრის ეზოში, როცა დანამდვილებული სილამაზე უფრო ხელშესახები გახდა ლონდონი ჩემადაც დავიგულე. სანახაობით გართულს მეჩვენებოდა, რომ ცნობილი ბიგ ბენის ისრები ჩვეულებრივზე გაცილებით სწრაფად მოძრაობდნენ. არადა ქალაქში ჩეულებრივი,ოქროსფერი შემოდგომა იდგა... ალბათ, გამიჭირდება იმის დადგენა თუ ამ ჩეულებრივ დღეებს რა უფრო მეტად სძენდა არაჩვეულებრივობას: მასპინძლების უამრავი ღიმილი, დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი სითბო თუ ახლის შეცნობით გამოწვეული სიხარული. პროექტი, რომლის იდეაც გახლავთ შეზღუდული შეასაძლებლობების მქონე ადამიანთა ჩართვა ქვეყანაში მათი ღირსეულად ცხოვრების განმსაზღვრელ პოლიტი კის შემუშავებაში ერთდროულად ექვს ქვეყანაში ხორციელდება. საქართველო, სომხეთი,აზერბაიჯანი, უკრაინა, იორდანია და ლიბანი. დაგეგმილი ღონისძიებ ების მიხედვით, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს 2013 წლის ოქტომბრის თვეში, პროექტის ორგანიზატორმა ქვეყანამ, ბრიტანეთმა უმასპინძლა. 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაწყებული მოძრაობის მთავარი მონაპოვარი ის ძირითადი სამი კანონია, რომლიც ქვეყანაში მცხოვრები შშმპ უფლებებს იცავს: 1. კანონი თანასწორობის შესახებ.(2010) რომელმაც თავის თავში მოიცვა 1995 წელს მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონიც 2. კანონი საზოგადოებრივი სექტორის თანასწორობის მოვალეობის შესახბ (2010) 3. გაეროს კონვენცია შშმპ შესახებ დიდ ბრიტანეთში, სამთავრობოც და არსამთავრობო სექტორიც ადამიანის შეზღუდულ შესაძლებლობებს სოციალური მოდელის მიხედვით განიხილავენ. ამისთვის კი ისინი იმ სამ ძირითად მიმართულებას იყენებენ, რომელშიც როგორც წესი უფრო მეტი ბარიერია გადასალახი: გარე სამყრო, ორგანიზაციული წყობა და საზოგადოებრივი აზრი. როგორც ყველგან, დიდ ბრიტანეთშიც ადამიანები ცალსახად ჩამოყალიბებულები არ არიან იმაზე, თუ საზოგადოებამ რა ტერმინით უნდა მოიხსენიოს ეს ადამიანები. უმეტესობა მიიჩნევს, რომ გავცელებული ტერმინი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს შეზღუდულ შესაძლებლობებს და ადამიანს, ანუ პიროვნებას უკანა პლანზე ტოვებს. აღნიშნულ თემაზე გამართულ დისკუსიაში იორდანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში უკვე ცდილობენ დაამკვიდრონ ტერმინი, რომელიც პირველ რიგში მოიხსენიებს ადამიანს და მერე მის შეზღუდულობას. რამდენად მოქნილი აღმოჩნდება ტერმინი, რომელიც ქართულად ესე ჩამოყალიბდება: ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობებით, ამას დრო გვიჩვენებს. პროექტის მიხედვით დაგეგმილ მრავალრიცხოვამ შეხვედრებიდან არ შემიძლია არ გამოვყო ერთი შეხვედრა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა საჭიროებათა ცენტრში შედგა. მხიარული ფერებით მოხატული კედელბი (რაც საერთოდ თვალში მომხვდა ლონდონში შშმპ ორგანიზციებში სტუმრობისას) საუბრისთვის თავიდანვე თბილ და მეგობრულ ატმოსფეროს ქმნიდა. როგორც უწყების ამჟამინდელმა ხელმძღვანელთან საუბრისა შევიტყვეთ, ცენტრი 2005 წელს, სამთავრობო სტრუქტურების და შშმპ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებიის კოორდინირებული მუშაობისთვის შეიქმნა. "ჩვენ ნაწილი ვართ საპენსიო და შრომის სახელმწიფო დეპარტამე ტისა. ჩვენი მიზანია სახელმწიფო სტრუქტურების დარწმუნება იმაში, რომ შშმპ, სხვა მოქალაქეების მსგავსად უნდა მიეცეთ თავიანთი პოტეციალისა და შესაძლებლობების რეალიზების საშუალება. ამის მისაღწევად ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან და დაინტერესებულ ორგანიზაციე ბთან, ასევე ცალკეულ შშმპ"-განაცხადა ბატონმა ჯერემმა. ჩემს კითხვაზე, უწყებაში მომუშავე ოცი ადამინიდან რამდენს ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობება ბატონმა ჯერემმა ღიმილით მიპასუხა "არ ვიცი. ჩვენ გვაინტერესებს შესრულებული სამუშაოს ხარისხი და არა თანამშრომლების ფიზიკური მდგომარეობა. შეხვედრებზე მასპინძლებთან საუბრის შედეგს უკვე საკუთარი ოთახიდან გამოსული სასტუმროს ფოიეში ვხედავდი.ტრენინგებზე არანაკლები ინტერესით ვადე ვნებდი თვალს იმას, თუ როგორ ემსახურებოდა ეტლით მოსრგებლე მორიგე ადმინისტრატორი ჩემს სომეხ კოლეგას. ქუჩებში სეირნობისას პროფესიულ თვალი იმასაც შეამჩნევდა, რომ ჩემს ბრიტანელ მასპინძლებს ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდათ გასაკეთებელი. ამისათვის კი, ალბათ ის ახალგაზრდები იზრუნებდნენ, რომლებიც ვიზიტის პირველ დღეს, ცოტათი დაბნეულებს საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიყვებოდნე.

1 комментарий: